ის, რომ ბოტანიკური ბაღის ხეხილ-კენკროვანი და სხვადასხვა სუბტროპიკული ხილით მდიდარი და მრავალფეროვანია, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი. ამჯერად კი საქმე გვაქვს ჩვენი კუთხისათვის უჩვეულო ფაქტთან, - საუბარია ბაღის ხეხილ-კენკროვან მცენარეთა კურატორის, მირზა ყურშუბაძის მიერ ექსპერიმეტის სახით ბაღის პირობებში საზამთროს გამოყვანის მცდელობაზე, რომელიც შეიძლება ითქვას წარმატებით განხორციელდა. მოწეულია სხვადასხვა ზომის ნაყოფი, მათ შორის უჩვეულოდ დიდი ზომის, დაახლოებით 20 კილოგრამიანი საზამთრო.

აღსანიშნავია, რომ საზამთრო, გარდა ფიზიკური მონაცემებისა, გამორჩეული კვებითი გემოვნებითაცაა საინტერესო. ექსპერიმენტის ავტორს სამომავლოდ ამ მხრივ გარკვეული გეგმები აქვს, რაშიც წარმატებებს ვუსურვებთ!