2018 წელს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომლებმაც ფართო საზოგადეობის ყურადღება მიიპყრო და ბაღს გარკვეული წარმატება მოუტანა.

შთამბეჭდავი შედეგების ფონზე, მიმდინარე წელს, ბაღი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რაც თვითკმაყოფილებისა და მოდუნების უფლებას არ აძლევს ბაღის ადმინისრაციას, თითეულ სტრუქტურულ ერთეულს და თანამშრომელს.

17 იანვარს, ბაღის ადმინისტრაციაში, ამ პათოსის მატარებელი იყო, ბაღის მთავარი სამარშრუტე გზის ლანდშაფტის განახლების სამუშაო ჯგუფის წლის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მთლიანად ბოტანიკური ბაღის მთავარი სამარშრუტე გზის ლანდშაფტური და ინფრასტრუქტურული განახლების პროექტის განხილვას მიეძღვნა.

მუშა შეხვედრას, ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ადგილობრივი სპეციალისტების გარდა ესწრებოდა მოწვეული სპეციალისტი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლანდშაფტის ცნობილი სპეციალისტი, რამაზ კილაძე.

''დღეს, ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ საორგანიზაციო საკითხებზე, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საფუძლიანად და პროფესიულ დონეზე შევძლებთ, ჩვენი ადამიანური და ფინანსური რესურსებით შევეჭიდოთ ამ მეტად მნიშვნელოვან, ბაღისათვის კონცეპტუალურ საქმეს, რაც, საშუალებას მოგვცემს ბაღის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის საჭირო პირობების, მექანიზმების და შესაძლებლობების შექმნას. მიგვაჩნია, რომ ბოტანიკური ბაღი წლიდან წლამდე უნდა ვითარდებოდეს და არ უნდა იდგეს ერთ ადგილას“, აღნიშნა თავის გამოსვლაში ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ, რომელმაც ხაზი გასუვა იმ პრინციპების ჩამოყალიბების აუცილებლობას, რაზეც უნდა მოხდეს ერთობლივი, გააზრებული მუშაობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამ მიმართულებით დასახული მიზნების სრულფასოვან შესრულებას და სასურველი შედეგების მიღებას. „ბუნებრივია, რომ მომავალი, 2019 წლის მოლოდინსაც ამ კონტექსტში განვიხილავთ და წარმატებისა და მიზნის მიღწევისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი'', განაცხადა ირაკლი არჩაიამ.

სამუშაო ჯგუფმა, პირველ შეხევდრაზე განიხილა ბაღის ტურისტული სამარშრუტე გზის განახლება-განვითარების პროექტის ორგანიზაციულ-საველე და ფინანსური ასპექტები, არსებული სურათი, შესრულების ვადები და როგორც ბაღის, ისე მოწვეული სპეციალისტების აქტიური ჩართულობის საკითხები.