2014 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სტურად ეწვია თურქეთის ართვინის გუბერნიის სატყეო დეპარტამენტის დელეგაცია მისი ახალი უფროსის მეჰმედ სედათ ეჯევეთის ხელმძღვანელობით, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბაღის დირექტორთან თამაზ დარჩიძესთან, რომელსაც ბაღის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე და აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი თემურ ქურიძე