2015 წლის 10 მაისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იყო 15 სახის ბამბუკი.

გამოფენაზე, დამთალიერებელს საშუალება ქონდა ენახა კერძო პირების მიერ ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები და სურვილის შემთხვევაში, შეეძინა კიდეც.

ბაღი, გამოფენაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს, რომელთა შორის, უცხოელი ვიზიტორებიც იყვნენ, ეგზოტური ბამბუკის მრავალფეროვანი კერძებით გაუმასპინძლდა.

თემით დაინტერესებულ პირებს, ზოგადად ბამბუკზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურიდან, რომელიც გამოფენაზე სპეციალურად იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიაში, წელს პირველად მოეწყო.