საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სახელით 2016 წელს მონაწილობას მიიღებს ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - „EXPO 2016 ANTALYA“-ში, რომელიც მომავალი წლის 23 აპრილიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, ქ. ანტალიაში (თურქეთი) გაიმართება. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საბაღო გამოფენაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის პირველი იქნება.

14 აგვისტოს, ანტალიაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს გამოფენაში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელით, თამაზ დარჩიძემ და „EXPO 2016 ANTALYA“ -ის გენერალური მდივნის მოადგილემ მუჯაჰით შენგულმა.

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიაში საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA“-ში ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგამოფენო კუთხის მოწყობისა და გამოფენის ორგანიზების მიზნით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა ინდივიდუალურმა მეწარმე „ზაურ ბაკურიძემ“, რომელმაც უნდა უზრუნველუოს ზემოთაღნიშნული სამუშაოების ჩატარება.

დღეს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიისაკენ ბოტანიკური ბაღიდან სტარტი აიღო გადამზიდავი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებამ, რომელზეც განთავსებულია ბაღის ადგილობრივი ფლორის ენდემური სახეობები და ქართული ეთნოგრაფიული ელემენტები, რომლებიც დაამშვენებენ „EXPO 2016 ANTALYA“ -ის ქართულ საგამოფენო სივრცეს.

გვინდა წარმატებები ვუსურვოთ, როგორც გამოფენის ორგანიზატორებს, ისე ბაღის საორგანიზაციო ჯგუფს, რომელსაც წინად ხვდა ბედნიერება ჩვენი ქვეყანა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახით, ღირსეულად წარმოაჩინოს.