2017 წლის 27 მაისს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში შედგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსის ჯულიეტა ჯაყელის სადისერტაციო ნაშრომის: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ფლორის IUCN „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების ბიოეკოლოგიური თავისებურებები და ex-situ კონსერვაცია“ დაცვა. თემის ხელმძღვანელია ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მარიამ მეტრეველი.

უცხოელი შემფასებლები:

ვაგიფ ატამოვი

დოქტორი, რეჯებტაიფ ერდოგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი

ლიუდმილა გონჩაროვა

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულების ცენტრალური ბოტანიკური ბაღის სწავლული მდივანი.

შემფასებლები:

მურმან დავითაძე

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი.

ნათელა ვარშანიძე

ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სვეტლანა ხმალაძე

ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციის უფროსი.

სადისერტაციო ნაშრომზე მიღებულია გამოხმარებები:

  1. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან - თინათინ ბარბლიშვილი-დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;

  1. სანკტ-პეტერბურგის პეტრე დიდის ვ. კომაროვის სახელობის ბოტანიკური ბაღიდან - კირილ ტკაჩენკო, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასარგებლო მცენარეების ინტროდუქციისა და მეთესლეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

  1. მოსკოვის ნ. ციცინის სახელობის მთავარი ბოტანიკური ბაღიდან - ელენა გოლოსოვა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლანდშაფტური არქიტექტურის განყოფილების უფროსი, რუსეთის ბოტანიკური ბაღების საბჭოს ლანდშაფტური არქიტექტურის კომისიის თავმჯდომარე

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია, ბაღის მრავალრიცხოვან კოლექტივთან ერთად ულოცავს ქალბატონ ჯული ჯაყელს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მინიჭებას და უსურვებს შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიო ცნობადობა და ბოტანიკურ ბაღებს შორის განსაკუთრებული ადგილი მისმა უნიკალურმა მცენარეთა კოლექციებმა და მათმა მრავალმხრივმა სამეცნიერო კვლევებმა მოუტანა. ეს კოლექციები დღეს 105 წლისაა და იქმნებოდა მრავალი თაობის დიდი რუდუნებითა და კრძალვით. შესრულებული სადოქტორო ნაშრომი: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ფლორის IUCN „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების ბიოეკოლოგიური თავისებურებები და ex-situ კონსერვაცია“ თავისი აქტუალობით, შინაარსით, კვლევებითა და მიღებული შედეგებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია გლობალური, ეროვნული და რეგიონის მცენარეთა ბიომრავალფეროვნების დაცვა - შენარჩუნების და კონსერვაციის თვალსაზრისით. საამაყოა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის კოლექციებში გლობალური წითელი ნუსხის მცენარეები წარმოდგენილია 30 ოჯახით, 68 გვარით, 183 სახეობით და მათი კონსერვაცია და დაცვა წარმოადგენს ბაღის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას.

IUCN გლობალური სტატუსის მქონე სახეობები, რომლებიც განთავსდება ბაღის ახლად შექმნილ მრავალფუნქციურ საკო­ლექციო ნაკვეთზე, ასევე დაირგვება უხუცეს პარკებსა და ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში იქნება ღირებული და მიმზიდველი, რადგან მათ აქვთ სამეცნიერო - თემატიური მნიშვნელობა, რაც გაზრდის მათ ბოტანიკურ ღირებულებებს გლობალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ის, არა მარტო დააკმაყოფილებს მეცნიერულ ბოტანიკურ მნიშვნელობას, არამედ ხაზს გაუსვამს მცენარეთა ეკოსაგანმანათლებლო, შემეცნებით -აღმზრდელობით და ესთეთიკურ თვისებებს.

მომავალში, ეს იქნება კოლექცია, სადაც მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომა­დგენლებისთვის მოეწყობა ლექციები, მიზნობრივი სემინარები და თემატური ექსკურსიები; დაიდგმება საინფორმაციო დაფები; გამოსაცემად მომზადდება ილუსტრირებული საგანმანათლებლო, საინფორმაციო ბეჭდვითი მასალა; განმტკიცდება ბოტანიკური ბაღის არა მარტო სახეობათა კონსერვაციული და სანახაობითი, არამედ როგორც მეცნიერებას, განათლებას, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და საზოგადოებას შორის ინტელექტუალური და შემოქმედებითი კავშირის სულისჩამდგმელი და განმახორცი­ელებელი დაწესებულების როლი.