2017 წლის 23 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში შედგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბულბული ბოლქვაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ცენტრალური და სამხრეთ კოლხეთის ზღვისპირა დაბლობის დიუნებისა და მტკნარწყლიანი ტბორების მცენარეულობა, კონცერვაცია და გონივრული გამოყენება’’ დაცვა.

თემის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური პროფესორი ჰანს ჰიუსტენი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე.

შემფასებლები: შამილ შეთეკაური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირაკლი მიქელაძე, ბიოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველი სსახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; ნინო ძოწენიძე, ბიოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია, ბაღის მრავალრიცხოვან კოლექტივთან ერთად ულოცავს ქალბატონ ბულბული ბოლქვაძეს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მინიჭებას და უსურვებს შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს.