გვარ „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და მათი დაინტერესებული პირებისათვის გაცნობის მიზნით, 2016 წლის 26 მარტს, ბათუმის ბოტანიკური ბაღში გაიმართა კამელიების გამოფენა, სადაც მოწვეულნი იყვნენ კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 50-მდე ჯიში და 15-მდე ჰიბრიდული ფორმა.

გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული ღონისძიება, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.