22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ბაღის საკონფერენციო დარბაზში ამ დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და დედემიწის დღე მიულოცა ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსერვაციის ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების უფროსმა ფერიდე ჩაიძემ სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარა ორი ლექცია - „ ბოტანიკური ბაღების როლი და მნიშვნელობა“ და „მცენარეთა კონსერვაცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომლებმაც ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

სალექციო კურსის შემდეგ, ბოტანიკური ბაღის ავსტრალიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების კოლექციის შევსების მიზნით, მოწვეული სტუმრების მიერ კალისტემონის 50 ნერგი დაირგო.