გუშინ, 02 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე დაინიშნა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორად! ჩვენი კოლეგისა და მეგობრის მიმართ გამოხატული ეს მაღალი ნდობა, ბუნებრივია, მისთვის მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც ბევრი ამოცანისა და გამოწვევის წინაშე აყენებს. ამასთან, ეს ნდობა უდიდესი ვალდებულებაცაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე!

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თითოეული თანამშრომლისათვის, თამაზ დარჩიძის თანამოაზრეებისა და კოლეგებისათის, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნა, ერთგავრი სენტიმენტალიზმის მატარებელი და ძნელად შესაგუებელია, მაგარამ, ეს ფაქტი და მდგომარეობა წარმოშობს უდიდესი სიამაყის განცდას, რომ თამაზ დარჩიძის წინსვლა და აღიარება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის წინსვლა და აღიარებაცაა, რამეთუ, ბოლო თითქმის 4 წელი, ჩვენ ყველანი ერთად, სწორედ, თამაზ დარჩიძის და გონივრულად შეკრული მისი გუნდის ხელმძღვანელობით ვაშენებდით ახალ რეალობებს, ვამკვიდრებდით ახალ სტანდარტებს, აზროვნებას, ხედვებს...მიუხედავად სიძნელეებისა, ათასგვარი ტალახის სროლისა და ბინძური პიარკამპანიებისა, ეს იყო სირთულეების, ჯანსაღი ბრძოლის, განცდის და სიხარულის წლები...როგორც თავად თამაზ დარჩიძე აღნიშნავს, „...მიუხედავად განსხვავებული საწყისებისა, ჩვენ შევძელით გავერთიანებულიყავით ძირითადი იდეების გარშემო და დაგვეწყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის, როგორც ძლიერ ტრადიციებზე დაფუძნებული, ახალ იდეებზე, პროგრესზე და ახალგაზრდებზე ორიენტირებული ორგანიზაციის ფორმირება - ფართო ადამიანური და ეკონომიკური შესაძლებლობებით“.

გვინდა სჯეროდეს ყველას იმის, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი კვლავაც იქნება იმ დიდი პროექტებისა და საქმეების ავანგარდში, რაც ერთად დავიწყეთ. უფრო მეტიც, გვჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ ამოცანების შესრულებას, რომლის დეკლარირებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოხდა ბოტანიკის ინსტიტუტთან და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან ერთად. ეს სამხრივი თანამშრომლობა გახდება ხელჩასაჭიდი მექანიზმი საქართველოში მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლის, დაცვისა და კონსერვაციის, ასევე მომავალი თაობების გარემოსდაცვითი განათლების თვალსაზრისით. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ თანამშრომლობის ფართო საერთაშორისო და რეგიონალურ განვითარებას, ასევე ეროვნულ დონეზე სხვა ბოტანიკური ბაღებისა და ორგანიზაციების ჩართულობას.

გვჯერა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ეს ორი ძალა, ბოტანიკური ბაღების სინამდვილეში, იქნება სწორედაც, რომ იმ უმთავრესი პრიორიტეტების განმსაზღვრელი და მაგისტრალური ხაზის გამტარებლი, რომლებიც დაკავშირებულია წინსვლასთან, ახლის ფორმირებასთან და ძიებასთან, დაკარგულის აღდგენასთან, მივიწყებულის გახსენებასთან და შესწავლასთან...ეს ყველაფერი დაძლეულ იქნება გუნდური მუშაობით, პრინციპულობით და კვალიფიციური მიდგომით.

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ბოლო წლებში ბატონ თამაზ დარჩიძის ხელმძღვანელობით მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა თუ რა გზით უნდა ევლო, მან უარი თქვა კომფორტულ მდგომარეობაზე, ანუ, მიმდინარე მიზნებისა და მისიით საქმიანობაზე და აირჩია მეორე გზა,- დავიწყეთ ჩვენი მიზნებისა და მისიის კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რთული და პროგრესულია...

ჩვენი ბოლო წლების მიღწევები და შედგები კარგი საფუძველია საიმისოდ, რომ დარწმუნებით ვქთვათ,- ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ყველა სიმაღლეს დავიპყრობთ!

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით, და უდიდესი მადლობა მოვახსენოთ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, პირადად მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ არა მათი ყოველდღიური მხარდაჭერა ყველა იმ სასიკეთო წამოწყებისა და პროექტისადმი, რაც ბოლო პერიოდში ბაღში განხორციელებულა, რომ არა მათი უპირობო გვერდში დგომა თამაზ დარჩიძის პიროვნული ინიციატივებისა და ხედვებისადმი, ვერ მოხერხდებოდა იმ თვალსაჩინო წარმატების მიღწევა, რაც სახეზეა და რაც, სამომავლოდაც განხორციელდება!

და მადლობა ბატონ თამაზს, გაწეული ღვაწლისათვის, გარჯისათვის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის!