დღეს, პარიზში გაიხსნა ევროპის ბოტანიკური ბაღების VII კონგრესი, რომელიც ბოტანიკურ ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI), ევროპის ბოტანიკური ბაღების კონსორციუმისა და საფრანგეთის ბოტანიკური ბაღების გაერთიანების მხარდაჭერით, გაეროს ბიომრავალფეროვნების დეკადის (2011-2020) ფარგლებში იმართება.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე.

კონგრესს პატრონაჟს უწევს UNESCO, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სამდივნო. კონგრესს ესწრება ევროპის ქვეყნების ბოტანიკური ბაღების 150-ზე მეტი წარმომადგენელი. კონგრესის სამუშაო მიმართულებები მრავალფეროვანი და აქტუალურია, მათ შორის მუშობს შემდგები სექციები: ბოტანიკური ბაღების მუშაობის პრაქტიკა, გამოცდილება და გამოწვევები, კონსრვაცია, მეცნიერება, განათლება ბოტანიკურ ბაღებში, კლიმატის ცვლილება და ბოტანიკური ბაღები, მარკეტინგი, ტურიზმი და სპეციალური ღონისძიებების მენეჯმენტი ბოტანიკურ ბაღებში— Muséum national d'Histoire naturelle-ში.