2016 წლის 30 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიაში ოფიციალურად დაიხურა ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - "Expo 2016 Antalia", რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიხსნა, სადაც საქართველო, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წარადგინა.
გამოფენის საზეიმო დახურვას დაესწრო ბათუმის ბოტანიკური ბაღის დელეგაცია ბაღის დირექტორის, ირაკლი არჩაიას ხელმძღვანელობით.
ბათუმის ბოტანიკური ბაღს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „საერთაშორისო გამოფენა „Expo 2016 Antalia" მადლობას გიხდით გამოფენაში მონაწილეობისათვის, რომლის დევიზი „შეუნახე ბუნება მომავალ თაობას“ გახლდათ“.
აღსანიშნავია, რომ ქართული კუთხე, რომელიც დაახლოებით 500 კვ/მ-ზეა გაშენებული, შემდგომი მოვლა-პატრონობის მიზნით, საჩუქრად თურქულ მხარეს გადაეცა.