ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გამართულ ბაღში დაცულ ეგზოტურ მცენარეთა გირჩების გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც 50-მდე სახეობის გირჩა და მათგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები იყო წარმოდგენილი, გადაწყდა, რომ ანალოგიური გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოწყობილიყო.

უნივერსიტეტის და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობის ურთიერთ შეთანხმებით, ანალოგიური გამოფენა-გაყიდვა, 2014 წლის 16-17 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

გირჩებისაგან და ასევე წიწვოვანი მცენარეებისგან, ძირითადად საახალწლო მოტივებზე შექმნილი დეკორატიულად გაფორმებული ნაკეთობების, სხვადასხვა აქსესუარების და სუვენირების შეძენა მსურველებს ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ ამგავრი გამოფენა, ბაღის ასწლოვან ისტორიაში, წელს პირველად მოეწყო.