ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ირაკლი არჩაიას მოწვევით, 2017 წლის 06 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ცნობილი იტალიელი ლანდშაფტის არქიტეტორი რიკარდო დისპერატი სტუმრობდა.

ბაღის ადმინისტრაციაში სტუმართან გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, დირექტორის მოადგილე ლევან აფხაზავა და ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო გამხოშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებული დეტალები, რომელიც გულისხმობს პარკში საპიკნიკე, საკემპინგე, ევროპული ბულვარის, ბავშვთა და საკონფერენციო სივრცის მოწყობის თეორიულ, ტექნიკურ და არქიტექტურულ-ლადშაფტურ საკითხებს.

სტუმრის მიერ გაზიარებულ იქნა ბაღში განხორციელებული ახალი თანამედროვე ლანდშაფტური სიახლეები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბატონი რიკარდო მჭიდროთ ითანამშრომლებს ბაღთან, გაუწევს კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებს საპროექტო სამუშაოების შემუშავებაში. ბაღს შუამავლობას გაუწევს მსოფლიო ლანდშაფტის არქიტექტურულ ორგანიზაციებში. სტუმარმა აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორს ჩაერთოს მსოფლიო ლანდშაფტურ სემინარებსა თუ კონფერენციებში.

სტუმარმა დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის საპარკე ტერიტორიები და აღფრთოვანდა ბოტანიკური ბაღის ადგილმდებარეობით და მცენარეთა მრავალფეროვნებით.

აღსანიშნავია, რომ ბატონ რიკარდოს, თანამედროვე ლადშაფტური სივრცეები შექმნილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების აეროპორტებში, ასევე განაშენიანებული აქვს, როგორც ბოტანიკური ბაღები, ასევე კერძო პარკები და ბაღები.