2 აპრილს, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ბათუმის რესურსცენტრს შორის, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროექტში - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ საქმიანობაში თანამშრომლობას, რომელიც თავის მხრივ მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულემელმა ლევან დავითაძემ და ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის რესურსცენტრი დაამყარებენ და მუდმივად განავითარებენ ურთიერთსასარგებლო კონტაქტებს მათი საქმიანობის სახვადასხვა სფეროში. მხარეები წინასწარ და ორმხრივი თანხმობით განსაზღვრავენ ზემოთაღნიშნული თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვის თარიღს, ადგილს, დონესა და დღის წესრიგს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლაში მხარეთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმსა საგანმანათლებლო-საბუნებისმეტყველო სფეროში.