13 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ვარშანიძემ.

''ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს შორის ტრადიციული თანამშრომლობა არსებობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტი განხორცილდა, რაც ვფიქრობ, სამომავლოდაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ და კოორდინირებულ სახეს მიიღებს'', განაცხადა ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კოლეგას და მთელ მის კოლექტივს აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.

''ბედნიერი ვარ, ხელმძღვანელის რანგში, ვიმყოფებოდე საუკუნოვან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც უმდიდრესი სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებით-საგანმანათლებლო და ტურისტულ-ესთეთიკური ტრადიცია აქვს. სასიხარულოა, რომ აღნიშნული მემორანდუმით, ჩვენს ორგანიზაციებს შორის მუდმივად განვითარდება ურთიერთსასარგებლო კონტაქტები საქმიანობის სხავდასხვა სფეროში, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ, ერთმანეთს'' - აღნიშნა დავით ვარშანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას, მთელ შრომით კოლექტივს სასიკეთო თანამშრომლობისათვის.

ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, გაისერნეს ელექტრომობილებით, დაათვალეიერეს ბაღის ფლორისტული განყოფილებები და ღირსშესანიშნავი ადგილები.