4 ივლისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაფორმდა მემორანდუმი "ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა" და "აჭარის სატყეო სააგენტოს" შორის თანამშრომლობის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეებისათვის ურთიერთსაინტერესო სფეროებში, მაღალი კონსერვაციული ღირებულებების ტყის ფიტოცენოზების მართვისა და მდგრადი გამოყენების საქმიანობაში ხელშეწყობას; მცენარეთა იშვიათი და ქრობადი სახეობების ბუნებრივ ჰაბიტატებში დაცვის, აღდგენის და შენარჩუნების (in situ კონსერვაცია) ხელშეწყობას.