დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ქალაქ ბათუმის დასასვენებელი ობიექტების გამწვანება-მოწყობით საქმიანობაში ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღი და სააგენტო მუდმივად განავითარებენ ურთიერთსასარგებლო კონტაქტებს მათი საქმიანობის სახვადასხვა სფეროში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლაში მხარეთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის სფეროში;

თანამშრომლობა განხორციელდება სხვადასხვა სახის ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლის და თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხითაც.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, რომელსაც ბაღის ხელმძღვანელმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.