დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. სტუმარმა, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“-ს ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად „წიგნის სკივრი“ გადასცა, რომელიც გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში დამონტაჟდა, მასში პერიოდულად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა მოიყრის თავს და მსურველებს საშუალებას მისცემს დასვენებასთან ერთად, საინტერესო ლიტერატურას გაეცნონ.

ბაღის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და გიორგი კეკელიძემ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ბოტანიკურ ბაღთან მემორანდუმს გააფორმებს და ბაღის ბიბლიოთეკას საჩუქრად 200-მდე წიგნს გადასცემს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბაღის ბიბლიოთეკასაც ეწვია, სადაც გაეცნო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს, ბაღის საცავში დაცულ ბიბლიოგრაფიული იშვიათობის წიგნებს, ბიბლიოთეკის მუშაობის სფეციფიკას და იმ სიახლეებს, რაც ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის პროგრამულ დამუშავებას უკავშირდება.