დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრას, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ და მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების გეგმასა და დონორი ორანიზაციების ჩართულობაზე იმსჯელეს. პროექტის მთავარ მიზანს მცენარეთა კონსერვაცია და ტურიზმის სისტემური განვითარება წარმოადგენს.

ალპური ბოტანიკური ბაღი აღჭრვილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ვიზიტიორთა ცენტრითა და საპიკნიკე ადგილებით. პროექტს ფასილიტაციას უწევს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP), რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის „Mercy Corps“-ის სახელითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება.