2014 წლის 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ ლექტორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საზეიმო ღონისძიებაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს კონკურსის - „ბათუმი ბოტანიკური ბაღის სახელობის სტიპენდიანტი“ გამარჯვებული კონკურსანტები: დალი ვარშანიძე, ნათია ჭელიძე და ქრისტინე მახარაძე, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
აღნიშნული სტიპენდია წელს, პირველად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინიციატივითა და ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით დაწესდა.
პროექტის ფარგლებში, მთელი საწავლო წლის განმავლობაში, მათ დაენიშნათ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით.
ამ პერიოდში, სტიპენდიანტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად იქნებიან ჩართული ბაღის საქმიანობაში.