ქალაქ ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ინიციატივით და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2014 წლის 2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის მერიის და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები ესტუმრნენ და მოინახულეს საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბინადარნი და საჩუქრად გადასცეს ბაღის თანამშრომლების მიერ, ბაღის საკოლექციო ნაკვეთებზე, სპეციალურად მათთვის დაკრეფილი ციტრუსოვანთა ნობათი, კერძოდ: სხვადასხვა ნაირსახეობის მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი.

სავანის ხელმძღვანელობამ, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა სავანის მიმართ გამოხატული სითბოსა და კეთილშობილური ჟესტისათვის. მადლობის ნიშნად კი ბენეფიციარებმა სტუმრებისათვის საგანგებოდ შეასრულეს სხვადასხვა საეკლესიო საგალობელი და ხალხური სიმღერები.

სათნოების სავანეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი სხვადასხვა სახის ხილსა და ციტრუსოვნებს სამომავლოდაც გადასცემს.