23 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „ევროპლანტ ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ორგანიზაციების დირექტორებმა ირაკლი არჩაიამ და სერგო ბუიღლიშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება თანამშრომელთა გადამზადება, თანამედროვე მებაღეობისთვის ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების და საერთაშორისო ლანდშაფტის არქიტექტორებთან კავშირების დამყარებაში, კოლექციის შევსებაში და საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.
თავიანთ გამოსვლებში, ირაკლი არჩაიამ და სერგო ბუიღლიშვილმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ინფორმაციების გაცვლაში, მათ შორის სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის სფეროებში.
შ.პ.ს. „ევროპლანტ ჯორჯია“-ს დირექტორმა ბაღს საჩუქრად ციტრუსოვანთა რამოდენიმე ნერგი გადასცა.