დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვია.


მთავრობის თავმჯდომარე, რომელსაც თან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი და ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ახლდნენ, ადგილზე გაეცნო ბაღის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას, შეხვდა თანამშრომლებს, დაინტერესდა ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული სეზონით, განხორციელბული აქტივობებით და სამომავლო გეგმებით.

ზურაბ პატარაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად გაისეირნა ელექტრომობილით, დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები და ღირსშესანიშნავი ადგილები, გაეცნო მცენარეთა კოლექციას, ბაღის დამხმარე სანერგე და სასათბურე მეურნეობას.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მეგზურობას ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია უწევდა.