დღეს, 16 აპრილს, ქალაქ თბილისში გაიხსნა მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელშიც ბათუმის ბოტანიკური ბაღი მესამედ, ამჯერად დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას.

გამოფენაზე ბაღს აქვს საკუთარი პავილიონი, სადაც წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ეგზოტური მცენარეები, 50 სახეობის გირჩა, ბაღის ბეჭდვური პროდუქცია (ფლაერები, წიგნები, საფოსტო მარკები, თესლების სია, გაზეთი „ბოტანიკური ბაღი“ და სხვა.

გამოფენის დღეებში (16-18 აპრილი) გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ბოტანიკური ბაღის ინდივიდუალური, ორკაციანი და საოჯახო ერთთვიანი აბონიმენტები.

აღნიშნულ გამოფენაში ბოტანიკური ბაღის მონაწილეობის უპირველესი მიზანი გახლავთ ბაღის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არენაზე.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და საქმიანი კავშირების დამყარება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.