სტამბულის ნეზაჰათ გოქიითის ბოტანიკური ბაღის ჟურნალ „bağbahçe“--ში, სტამბულის ნეზაჰათ გოქიითის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილის სალიჰ სერჯან კანოღლუს მიერ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესახებ დაიბეჭდა სტატია, სადაც ის აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ასწლოვან ისტორიაზე, ღირებულებაზე, დეტალურად აღწერს თითოეულ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებას, საუკუნოვან ხე-მცენარეებს და ბაღის ჩართულობას მცენარეთა კონსერვაციის პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატია გახლავთ ერთგვარი გამოძახილი, 24 ივნისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართული საერთაშორისო სამუშაო შეხვედრისა - „მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია და ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, რომელშიც მონაწილეობდნენ სტამბულის ნეზაჰათ გოქიითის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პროფესორი ადილ გიუნერი, მოადგილე სალიჰ სერჯან კანოღლუ და სამეცნიერო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი ბურჩინ ჩინგაი.