დღეს, 16 ივნისს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ჩვენი ქვეყნის ბოტანიკური დაწესებულებების წარმომადგენელთა თანხმლებით ეწვია ბაზერის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის პროფესორი, ქრისტიან კიორნერი.

დღესვე, სტუმარი ბოტანიკური ბაღის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების წინაშე წარსდგა მოხსენებით- ,,მცენარეთა ფენოლოგიის საფუძვლები" (,,Principles of plant phenology").

ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია ბოტანიკური ექსკურსიები აჭარის ველური ფლორის კრიტიკული სახეობების ჰაბიტატებში ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორის და კოსერვაციის დეპარტამენტის სპეციალისტების მონაწილეობით.

ერთობლივ ბოტანიკურ ექსპედიციებში ჩვენი წარმომადგენლობის მონაწილეობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბათუმის ბოტანიკური ბაღის, როგორც კოლხეთის ეკოსისტემების და ველური ფლორის მრავალფეროვნების შემსწავლელი საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბოტანიკური დაწესებულების ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით და ამავდროულად დიდ პერსპექტივებს სახავს მისი შემდგომი ჩართულობისათვის საერთაშორისო კვლევით პროგრამებში.