დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც ბაღის დირექტორი, დოქტორი ორლოცი ლაზლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ბოტანიკური ბაღიდან, წელს უკვე მეორე დელეგაციაა, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა.

ბაღის ადმინისტრაციაში უნგრელ სტუმრებს ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლებიც მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორცილელებას, კოლექციისა და პერსონალის გაცვლას, ამ უკანასკნელის გამოცდიალების გაზიარების მიზნით.

უნგრული მხარის მიერ გამოითქვა მხარდაჭერის სურვილი დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის მიმართულებით.

საქმიანი შეხვედრის შემდეგ, კოლეგებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს.

სამომავლოდ იგეგმება ორ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.