21 მაისს, ვარდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღის დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილების უფროსმა მარინე თათარიშვილმა და მთავარმა სპეციალისტმა ნანა აროშიძემ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტიდან მოწვეულ სტუდენტებს ჩაუტარეს ლექცია-სემინარი: „ვარდების მრავალფეროვნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“.

განყოფილების თანამშრომლებმა სტუმრებს გააცნეს ბოტანიკურ ბაღში ვარდების გაშენების ისტორია, ვარდების საკოლექციო ნაკვეთის შექმნის მიზანი, ვარდების მოვლა-მოყვანისა და გამრავლების მეთოდები.

ლექცია - სემინარის დასრულების შემდეგ, ბაღის დეკორატორმა ნანა კონცელიძემ სტუდენტებს ჩაუტარა სახელდახელო მასტერკლასი ყვავილთწყობის ხელოვნებაში.