2018 წლის 14 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში შედგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერის, თემურ ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის: ''აჭარის გვიმრების მრავალფეროვნება და ბიოეკოლოგია'' დაცვა.

თემის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: პროფესორი ქეთევან დოლიძე, ბიოლოგიის დოქტორი ნინო მემიაძე. შემფასებლები: შამილ შეთეკაური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მურმან დავითაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. ნათელა ვარშანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია, ბაღის მრავალრიცხოვან კოლექტივთან ერთად ულოცავს ბატონ თემურ ვასაძეს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მინიჭებას და უსურვებს შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს.