10-23 ივნისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია და ბაღის ადგილობრივი ფლორის და კონსერვაციის დეპარტამეტის უფროსი, დავით ხარაზიშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის არბორეტუმში (აშშ), ამავე უნივერსიტეტის არნოლდის არბორეტუმის დირექტორის, სტეფენ შნეიდერის მიწვევის საფუძველზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის არბორეტუმის (ქ. ბოსტონი) და ლონგვუდის ბოტანიკური ბაღის (ქ. ფილადელფია) მართვის პრინციპების, მცენარეთა კოლექციების და ჰერბარიუმი ფონდის გაცნობა, თანამშრომელთა ურთიერთგაცვლის პროგრამების განხილვა, კონსერვაციის და საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდილების მიღება და სამომავლო გეგმების თაობაზე დისკუსიების გამართვა.

არბორეტუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დამატებით დაიგეგმა ვიზიტი ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი), მორისის არბორეტუმში, შანტეკლიერის ბოტანიკურ ბაღში (ქ. ფილადელფია), ნიუ იორკის ბოტანიკური ბაღი (ქ. ნიუ იორკი), ვაშინგტონის ეროვნულ არბორეტუმში და ბოტანიკურ ბაღში (ქ. ვაშინგტონი); აგრეთვე საველე გასვლები: ნიუ ჰემშირის შტატში მთა ვაშინგტონი (1917 მ.) და ბრუკ სტოუნის დაცული ტერიტორია.

ბაღის წარმომადგენლები ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი) გაეცვნენ ჰერბარიუმის ფონდს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ჰერბარიუმების სათავეშია და სულ 6 მილიონამდე ფურცელს ინახავს. მათგან 4 მილიონი უმაღლესი მცენარეების, ხოლო 2 მილიონი უმდაბლესი მცენარეების წარმომადგენლებია. ასევე მოინახულეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა; არნოლდის არბორეტუმში საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ არბორეტუმის მართვის პრინციპებს, მცენარეთა კოლექციებს და ჰერბარიუმის ფონდს, კონსერვაციის და საგანმანათლებლო პროგრამებს.

ბაღის თანამშრომლები აგრეთვე იმყოფებოდნენ მორისის არბორეტუმში, შანტეკლიერის ბოტანიკურ ბაღში (ქ. ფილადელფია), ნიუ იორკის ბოტანიკური ბაღი (ქ. ნიუ იორკი), ვაშინგტონის ეროვნულ არბორეტუმში და ბოტანიკურ ბაღში (ქ. ვაშინგტონი); მონაწილეობდნენ საველე გასვლაში ბრუკ სტოუნის დაცული ტერიტორიაზე; იმყოფებოდნენ ნიუ ჰემშირის შტატში მთა ვაშინგტონზე (1917 მ.).

მიღებულ გამოცდილებასთან და სიახლეებთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომლითაც მოხდება თანამშრომელთა მოკლევადიანი ურთიერთგაცვლის პროგრამის განხორციელება ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და არნოლდის არბორეტუმს შორის, სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ბაზების გაცნობა და სამომავლოდ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დანერგვა, ურთიერთობის გამტკიცება, როგორც სამეცნიერო, ისე აგრონომიული მიმართულებებით.

აქვე უნდა აღინოშნოს, რომ მიწვევას წინ უსწრებდა ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის არბორეტუმის დირექტორის სტეფენ შნეიდერის საქმიანი ვიზიტები საქართველოში და უშუალოდ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2016 წლის 20-23 ივნისის და 27- სექტემბრიდან 09 ოქტომბრის პერიოდებში, რა დროსაც ბაღის სპეციალისტებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი საველე ექსპედიციები აჭარის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, ქართლის, მთიულეთის, ხევსურეთის და გარე კახეთის რეგიონებში ადგილობრივი ფლორის სახეობების თესლების და ჰერბარიუმის ნიმუშების შეგროვების მიზნით.
ამავე პერიოდში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის არბორეტუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მცენარეების და მათი ჩრდილო-ამერიკული მონათესავე სახეობების ბიომრავალფეროვნების და კონსერვაციის თაობაზე.