2018 წლის 09 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კუმნინის ბოტანიკის ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით, ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია და დირექტორის მოადგილე, დავით ხარაზიშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. კუმნინგში (იუნანის პროვინციაში), საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.

სიმპოზიუმის მთავარი თემა იყო მცენარეთა მრავალფეროვნება და კონსერვაცია ჰიმალაის და კავკასიის ეკორეგიონებს შორის.

სიმპოზიუმის გახსნისას, ირაკლი არჩაიას მისასალმებელი სიტყვა ეხებოდა ორი რეგიონის (აჭარა და იუნანი) სამომავლო ურთიერთობებს ბოტანიკური კვლევების მიმართულებით, ხოლო დავით ხარაზიშვილის მიერ გაკეთდა მოხსენება სამხრეთ კოლხეთის (აჭარა) ფლორის და მცენარეულობის მრავალფეროვნებაზე.

სიმპოზიუმის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო საქმიანობები, საერთო პროექტების განხორციელება. ჩინელი კოლეგების დახმარებით მოხდება ბათუმის ბოტანიკური ბაღის კამელიების და შქერების კოლექციების გამდიდრება; ქინგაი ტიბეტური პლატოს მცენარეულობის და კავკასიის რეგიონის კოევოლუციური ფლორის გაცვლა; საერთო ინტერესებთან დაკავშირებული გამოცდილებების გაზიარება; მოეწყო სამი საველე გასვლა.