იტალიის ბოტანიკური ბაღების ასოციაციის ეროვნული კოორდინატორის, ფრანჩესკო მარია რაიმონდოს მიწვევით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, დავით ხარაზიშვილი და ბაღის სანერგე განყოფილების უფროსი, გივი კლდიაშვილი, 15 აგისტოდან 23 აგვისტოს ჩავლით იმყოფებოდნენ იტალიის რესპუბლიკაში.

მივლინების ფარგლებში, ბაღის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იტალიის სხვადასხვა ბოტანიკურ ბაღში (პადოვა, ფლორენცია, რომი, პალერმო, კატანია) არსებული კოლექციების, კონსერვაციის და საგანმანათლებლო პროგრამების, სანერგე მეურნეობების მუშაობის პრინციპების გაცნობის, იტალიის წამყვან ბოტანიკურ ბაღებთან და სპეციალისტებთან სასწავლო-კვლევითი ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო თანამშრომლობის ღონისძიებებში.
რომის ''ლა საპიენზას'' უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღის დირექტორთან შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გაფორმდება.

სასწავლო-კვლევითი ურთიერთობების გაღმავების და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პალერმოს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან შედგა შეთანხმება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალგაზრდა სპეციალისტის 3 თვიანი სტაჟირების შესახებ.

გადაწყდა, იტალიის ბოტანიკური ბაღების ასოციაციის დირექტორის და ეროვნული კოორდინატორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის შესახებ (2019 წელი).

ვიზიტის დასრულების წინა დღით, იტალიის ბოტანიკური ბაღების ასოციაციის ეროვნული კოორდინატორის, ფრანჩესკო მარია რაიმონდოს მხარდაჭერით, მოხდა ვულკან ეტნაზე მცირე ექსპედიციის მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის 105 წლის საიუბილეო კონფერენციაზე ფრანჩესკო მარია რაიმონდის სტუმრობისას გადაწყდა.