22 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში მოწვეული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფლორისტული განყოფილებები და ბაღის ღირსშესანიშნაობები.

სტუდენტებს მიესალმა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსი გია ბოლქვაძე.

სტუდენტებს თემატურ-მიზნობრივი ეკსკურსია - „მწვანე მომავალი“ ჩაუტარა ბაღის დენდროლოგმა ჯულიეტა ჯაყელმა.

ექსკურსიის შემდეგ, ბოტანიკური ბაღის ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების კოლექციის შევსების მიზნით, სტუდენტების მიერ დაირგო ძაფისებრი „ვაშინგტონის“, „დიდყვავილა მაგნოლიის“ და „სამნაკვთიანი მაგნოლიის“ 16 ძირი ნერგი.

აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე, გაეროს ეგიდით მსოფლიოში მეათედ აღინიშნება.