ბოტანიკურ ბაღში ზამთრისათვის სამზადისი დასრულებულია. მცენარეთა გამოზამთრებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ადმინისტრაციის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ბაღის ფიტოგეოგრაფიულ განფოფილებებში განხორციელდა ახალგაზრდა მცენარეთა აკვრა-შეხვევა და გამაგრება ბამბუკის ჭიგოებით, ასევე რიგ უბნებზე, როგორიცაა „სუკულენტების ბორცვი“, „იაპონური ბაღები“ და პარკები განხორციელდა მშრალი ტენისა (ქსეროფიტები) და ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მცენარეების შეფუთვა სპეციალური მასალით (ე. წ. ბიაზით) და გამაგრდა ბამბუკის ჭიგოებით.

ამ სამუშაოების პარალელურად, ბაღის ტერიტორია გაიწმინდა უამინდობის შედეგად დაზიანებული ხე-მცენარეებისაგან და შეიქმნა შეშის მარაგი.