რუსი კოლეგის საქმიანი ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

2017 წლის 11 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საქმიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ვ. ციცინის სახელობის მთავარი ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ლანდშაფტური არქიტექტურისა და დაგეგმარების ლაბორატორიის უფროსი

ვრცლად

გადაეცათ ბინის საკუთრების მოწმობები

დღეს, 21 თებერვალს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, ქალაქ ბათუმის მერიის სახელით ბინის საკუთრების მოწმობები გადასცა ბაღის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ ოჯახებს, 

ვრცლად

თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „ევროპლანტ ჯორჯია“-ს შორის

23 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „ევროპლანტ ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ორგანიზაციების დირექტორებმა ირაკლი არჩაიამ და სერგო ბუიღლიშვილმა.

ვრცლად

გირჩების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა

23 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში წელს უკვე მესამედ გაიმართა გირჩების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

ვრცლად

ბოტანიკურ ბაღში ხილის ტრადიციული გამოფენა მოეწყო

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციადქცეული ხილის გამოფენა.

ვრცლად

ირკუტსკელი კოლეგის სტუმრობა

2016 წლის 01-04 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სამუშაო ვიზიტით ეწვია დოქტორი ვიქტორ კუზნეცოვი, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო დირექტორი, დენდროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (IAD) წარმომადგენელი რუსეთში /Dr. Victor Kuzevanov, Ph.D. Botanic Garden of Irkutsk State University/ 

ვრცლად

"Expo 2016 Antalia"-ის საზეიმო დახურვა

2016 წლის 30 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიაში ოფიციალურად დაიხურა ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - "Expo 2016 Antalia", რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიხსნა, სადაც საქართველო, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წარადგინა.

ვრცლად

საგრანტო ხელშეკრულება ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის

2016 წლის 19 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

ვრცლად

ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის დენდრარიუმსა და ბათუმის ბოტანიკური ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2016 წლის 05 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის დენდრარიუმს შორის.

ვრცლად

„უფრო ახლოს ბუნებასთან“ - პროექტი გრძელდება

ბათუმის ბოტანიკური ბაღი აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის მე-2 ეტაპის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას, რომელშიც ჩართულია მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აკადემიურად წარმატებული 40 მოსწავლე (ოქტომბერი) და ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების 40 მოსწავლე (ნოემბერი).

ვრცლად