ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და „აგროსერვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2016 წლის 20 პრილს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ა(ა)იპ - „ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა“ და ა(ა)იპ - „აგროსერვის ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ბაღის და „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორებმა ირაკლი არჩაიამ და გოჩა ბერიძემ.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით

შეხვედრას, ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ და მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად

თბილისში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე...

ქალაქ თბილისში, მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელს მეოთხედ იღებს მონაწილეობას.

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ახალი დირექტორი ჰყავს

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით (#362; 12.04.2016 წ.), ა(ა)იპ-ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად  ირაკლი არჩაია დაინიშნა.

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის რესურსცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2 აპრილს, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ბათუმის რესურსცენტრს შორის, 

ვრცლად

„უფრო ახლოს ბუნებასთან“ - პროექტი გრძელდება

ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელსაც აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს - „უფრო ახლოს ბუნებასთან“, რომელიც გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა და მოწონებულ იქნა ბოტანიკურ ბაღებში განათლების შესახებ მე-9 საერთაშორისო კონგრესის (2015 წ.) მიერ (მისურის ბოტანიკური ბაღი, სენტ-ლუისი, აშშ).

ვრცლად

ბაღის კოლექციის წარმოსაჩენად

გვარ „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და მათი დაინტერესებული პირებისათვის  გაცნობის მიზნით, 2016 წლის 26 მარტს,  ბათუმის ბოტანიკური ბაღში გაიმართა კამელიების გამოფენა,

ვრცლად

ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

21 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე, ამ თარიღის აღსანიშნავად, 2016 წლის 21 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრად იყვნენ მოწვეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

ვრცლად

ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დადგენა საქართველოში.

2016 წლის 16-18 თებერვალს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა საერთაშორისო სემინარი: „ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დადგენა საქართველოში“.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ოთხი ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, თურქეთი, სომხეთი) 25 მონაწილე.

ვრცლად

დიდთოვლობას ბაღისათვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია

მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო დროებითი მობილური შტაბიბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ კიდევ 17დეკემბერს შეიქმნარომელსაც დაევალა ბაღის ტერიტორიაზე დიდთოვლობით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილება და მათი შედეგების დროული ლიკვიდაცია.

ვრცლად