ხილის გამოფენა

22 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ხილის გამოფენა. წარმოდგენილი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30-მდე სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 25 სახეობის ხეხილ-კენკროვნები.

ვრცლად

აღინიშნა ხის დარგვის საერთაშორისო დღე

22 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.  

ამ დღესთან დაკავშირებით,  ბაღში მოწვეული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფლორისტული განყოფილებები და ბაღის ღირსშესანიშნაობები.

ვრცლად

ვიზიტი მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მინსკში, ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალურ  ბოტანიკურ ბაღში, სადაც 7-9 ოქტომბერს გაიმართა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების პრობლემები”, მიძღვნილი აკადემიკოს ნ.ვ.სმოლსკის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი.

ვრცლად

პროექტის - უფრო ახლოს ბუნებასთან მე-2 ეტაპი დაიწყო

2015 წლის 03 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაიწყო  სერთიფიცირებული საგანმანათლებლო პროექტის-"უფრო ახლოს ბუნებასთან" მე-2 ეტაპი, რომელიც 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ძირითადად, ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მე-9-11 კლასების 72 მოსწავლე. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ვრცლად

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

2015 წლის I სექტემბერს დაწყებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განხორციელდა ორგანიზაციის სტრუქტურის ხელახალი ფორმირება და მასთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებები. 29 სექტემბერს ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ ბაღის პერსონალს წარუდგინა ახალი სტრუქტურული მოწყობა და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები.

ვრცლად

შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

4 სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სტუმრად ეწვია გერმანიის ქალაქ მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-კურატორი ანდრეას გრიოგერი.

ვრცლად

ტრენინგი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით

დღეს, 25 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) -ის მხარდაჭრით, მოეწყო ტრენინგი, 

ვრცლად

უნგრელი კოლეგების სტუმრობა

დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც ბაღის დირექტორი, დოქტორი ორლოცი ლაზლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ბოტანიკური ბაღიდან, წელს უკვე მეორე დელეგაციაა, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა.

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ''EXPO 2016 ANTALYA'' - ში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სახით, 2016 წელს მონაწილობას მიიღებს ბაღებისა და საბაღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2016 ANTALYA“ - ში, რომელიც მომავალი წლის 23 აპრილიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება.

ვრცლად

გაიმართა ტრადიციული ველომარათონი

დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ველომარათონი გაიმართა, რომელსაც უკვე მეორე წელია მხარდაჭერას უწევს შ.პ.ს. ბათუმის ავტოტრანსპორტი - ,,ბათუმველო“. მარათონის მონაწილეებმა, როგორც დაგეგმილი იყო სტარტი „მწვანე კონცხის“ სამანქანო შესასვლელიდან აიღეს და ბაღის მთავარი მარშრუტი გაიარეს ჩაქვის მიმართულებით.

ვრცლად