ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა წელს, მეოთხედ, ბამბუკების გამოფენას უმასპინძლა, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ზედა პარკის პანორამულ გადასახედზე გაიმართა და მასში, უამრავმა მოწვეულმა სტუმარმა, ადგილობრივმა თუ უცხოელმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა.

''მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს, ბოტანიკურ ბაღში მობრძანებულ უამრავ სტუმარს, ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს ვხედავ. ბამბუკების დღევანდელი ჩვენი ტრადიციული გამოფენა, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი კვლავ რჩება რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს დათვალიერების ობიექტად. ამაზე მეტყველებს, ვიზიტორთა ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს. მიხარია, რომ ბაღი ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მთავარია, მოტივირებულია თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რაც მიღწეული წარმატებების ძირითადი ფაქტორი გახლავთ. ბაღის ადმინისტრაცია, ბაღის წინაშე მდგარი ამოცანების დასაძლევად მოწოდების სიმაღლზე დგას. ვიმედოვნებ, რომ ასევე ერთსულოვნად, შემართებითა და კვალიფიციური მიდგომით გავაგრელებთ ყველა წამოწყებას და მივიყვანთ ბოლომდე, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბაღის ხვალინდელ იერ-სახეს'', - აღნიშნა თავის გამოსვლაში ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

გამოფენაზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იყო16 სახეობის ბამბუკი. აქვე, მობრძანებულ საზოგადოებას, საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ბამბუკისაგან დამზადებული აქსესუარები, რომელთა შეძენაც ადგილზევე შეეძლო.

გურმანებს, საზოგადოებრივი კოლეჯი ''ახალი ტალღა'' გაუმასპინძლდა ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტებითა და კოქტეილით.