2014 წლის 11 დეკემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართა ბაღში დაცულ ეგზოტურ მცენარეთა გირჩების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 50-მდე სახეობის გირჩა.

მოწვეულ სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს, აგრეთვე საშუალება ქონდათ, გამოფენის პარალელურად, ენახათ და შეეძინათ გირჩებისაგან დამზადებული მათთვის სასურველი საახალწლო აქსესუარები და სუვენირები.

ბაღში დაცულ ეგზოტურ მცენარეთა გირჩების გამოფენა-გაყიდვაში, მოწვეული საზოგადოებრიობის და ბაღის თანამშრომელთა გარდა, მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა

აღსანიშნავია, რომ ამგავრი გამოფენა, ბაღის ასწლოვან ისტორიაში, წელს პირველად და საკმაოდ ორიგინალურად მოეწყო; ტრადიცია შემდგომშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.

დაინტერესებული პირების და ორგანიზაციების უფრო მეტი ჩართულობის მიზნით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაცულ ეგზოტურ მცენარეთა გირჩების გამოფენა-გაყიდვა აგრეთვე მოეწყობა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს.