მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო დროებითი მობილური შტაბი, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ კიდევ 17დეკემბერს შეიქმნა, რომელსაც დაევალა ბაღის ტერიტორიაზე დიდთოვლობით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილება და მათი შედეგების დროული ლიკვიდაცია.

ამ დღეებში, ბათუმში მოსულმა უხვმა ნალქემა, ბაღის კოლექციას და ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა,თუმცა ადგილი ქონდა მცენარეთა საფარის მცირეოდენ დაზიანებებს, რომლებიც, ბაღის მთლიან მდგომარეობაზენეგატიურად არ ასახულა.

მობილური შტაბი ძალზედ ეფექტურად აწარმოებდა გაწმენდით და დაბერტყვით სამუშაოებს, როგორც ბაღის მთელტერიტორიაზე, ისე მის მიმდებარედ. ბაღის ტექნიკა, აგრეთვე გამოყენებულ იქნა . ბათუმის გარკვეული ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლადაც.

ამინდის შემდგომი გართულების შემთხვევაში, შტაბი სრულ მზადყოფნაშია, როგორც ადამიანური რესურსის, ისეტექნიკის თვალსაზრისით.