22 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები ბათუმში არსებულ ტურისტულ სააგენტოებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ ისაუბრა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პოტენციალზე, ამ კუთხით ბოლო წლებში დანერგილ სიახლეებზე და მიღწევებზე, ტურისტთა ზრდის დინამიკაზე და ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ინფორმაცია ბაღში არსებულ ტურისტულ სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გააკეთა ტურიზმისა და ეკოგანათლების განყოფილების უფროსმა ანინა დევაძემ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ ლევან დავითაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფასდაკელებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ტურისტული სააგენტოებისათვის ბაღის დათვალიერების საფასურზე 10, 18 და 25 % - იან შეღავათს.

შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ფასდაკლებების პირობებს და ძირითად პრინციპებს.