2015 წლის 26 აპრილს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში მოხდა პროექტის - „უფრო ახლოს ბუნებასთან“ პირველი ეტაპის მონაწილე ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 19 მოსწავლის დაჯილდოება.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო პროექტის ტრენერები და მოსწავლეები.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, რომლებმაც გაიარეს 4 დღიანი სწავლების, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ გადასცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ შესაბამისი სერთიფიკატები.