დღეს, 20 მარტს, ბაღის დირექტორი ამაზ დარჩიძე შეხვდა სამუშაო კონფერენციაზე ბათუმში მყოფ კავკასიის ბუნების დაცვის წამყვან ექპერტებს: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სომხეთის ოფისის დირექტორს კარენმანველიანს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის აზერბაიჯანის ოფისის დირექტორს ელზალ ასკეროვს, ნახჩევანის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორს, ნახჩევანის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ტარიელ თალიბოვს და საქართველო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტს ნოდარელიზბარაშვილს. სტუმრებთან ერთად ბაღის ადმინისტრაციაში განხილულ იქნა ბაღის მიმდინარე პროგრამები, მისი ფართო მნიშვნელობა და ის მიღწევები, რასაც სხვადასხვა მიმართულებით აღწევს ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

შეხვედრაზე აღნიშნა სამომავლო თანამშრომლობის აუცილებობისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ.