თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში"- ამ თემაზე 17 მარტს, თბილისში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების იმ ინიციატივებს ეხებოდა,რომლებმაც ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და მამაკაცებს ეკონომიკური და სამოქალაქო აქტივობის შესაბამისად წარმატების მიღწევის საშუალება მისცა.

კონფერენციის პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, ხელნაკეთი სუვენირები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქტები. ბათუმის ბოტანიკური ბაღი აღნიშნულ გამოფენაზე გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტით წარსდგა. ასევე წარმოაგინა ბაღის სათბურში გამოყვანილი მცენარეები და ბაღში მოწეული თაფლი.