25-28 ივლისს, ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი, დეპარტამეტის უფროსის დავით ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

საველე გასვლა განხორცილედა დეპარტამენტის სამუშაო პროგრამის ფარგლებში - „ბაღში ადგილობრივი ფლორის სახეობების შევსება-განახლების და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები“ და ჰერბარიუმისა და ველური ფლორის სახეობათა თესლების შეგროვების მიზნით.

სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა მდინარეეების: ჩირუხუსწყლის (ჩირუხის და ღომის მთები), აჭარისწყლის (გოდერძის უღელტეხილი) და ჭვანისწყლის (გომის და ნაღვარევის მთები) ხეობებში.

სამუშაო ჯგუფის მიერ შეგროვებულ იქნა 480 ფურცელი ჰერბარიუმი და ადგილობრივი ფლორის 15 სახეობის თესლი, რომელიც გადაეცა ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის მეთესლეობის სექტორს.