ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური შეადგენს - 8 (რვა) ლარს.

საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის დათვალიერების საფასური შეადგენს - 2 (ორი) ლარს.

საქართველოში აკრედიტებული სკოლების მოსწავლეებისა და 16 წლამდე მოზარდებისათვის შესვლის საფასური შეადგენს - 1 (ერთი) ლარს.

ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობა მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.

ბაღის დათვალიერების აბონიმენტები:

  • ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე შეადგენს 30 (ოცდაათი) ლარს (მფლობელის იდენტიფიცირებით);
  • ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე შეადგენს 45 (ორმოცდახუთი) ლარს (მხოლოდ მფლობელის იდენტიფიცირებით);
  • ბაღის დათვალიერების ერთთვიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება შეადგენს 60 (სამოცი) ლარს (ოჯახის წევრების იდენტიფიცირებით);
  • ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს (მფლობელის იდენტიფიცირებით);
  • ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს (მხოლოდ მფლობელის იდენტიფიცირებით);
  • ერთწლიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება შეადგენს 100 (ასი) ლარს (ოჯახის წევრების იდენტიფიცირებით);
  • აბონიმენტის მფლობელი ბაღის ტერიტორიაზე დაიშვება დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად.