ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით (#362; 12.04.2016 წ.), ა(ა)იპ-ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად ირაკლი არჩაია დაინიშნა.
ირაკლი არჩაია პროფესიით იურისტია; დაამთავრა ქ. ბათუმის მე-13 საშუალო სკოლა (1987-1998 წწ.), შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998-2003 წწ.), სამართალმცოდნეობის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრეინინგი, სემინარი და სასწავლო კურსი.
2004-2008 წლებში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატია, ხოლო 2006 წლიდან დღემდე, საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2004-2008 წლებში, ირაკლი არჩაია, პარტნიორებთან ერთად ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას.
2008-2009 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის იურიდიული და ადამიანიური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2009-2010 წწ.-ში ხელმძღვანელობდა შ.პ.ს. „აჭარის ელექტროკავშირის“ იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ხოლო 2010-2011 წლებში შ.პ.ს. „სილქნეტის“ აჭარის ფილიალის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
2010 წლის 10 აგვისტოდან, 2011 წლის 20 ივლისამდე, ირაკლი არჩაია ს/ს „სილქნეტის“ გაერთიანებული პროფესიული კავშირების აჭარის ფილიალის თავმჯდომარეა.
2011 წლის აგვისტოდან, 2016 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.