ზოგადი ინფორმაცია

გოდერძის ალპური ბაღი მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე. მას ათ ჰექტრამდე ფართობი, ჩრდილო აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე უკავია და ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი.

მცენარეთა კოლექცია

გოდერძის ალპური ბაღის მცენარეთა კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც ძირითადად აბორიგენული სახეობებითაა წარმოდგენილი. ამჟამად ალპური ბაღის ტერიტორიაზე არსებობს ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.

იდეის არსი

იდეას, გოდერძის ალპური ბაღის შესახებ, საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, რომელიც აისახა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემის ხედვითი ნაწილის დოკუმენტში: „ზეკარის ალპური ბოტანიკური ბაღი“-ს დაარსების წინაპირობების, საჭიროებების და პერსპექტივების შესახებ. იდეის ხორცშესხმა დაიწყო 2016 წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ.

მისია

გოდერძის ალპური ბაღის მისიაა ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისათვის, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის.

გოდერძის ალპური ბაღის სამომავლო მიზნები

1. მცენარეთა კონსერვაცია

ადგილობრივი ფლორის ვიწრო, ლოკალური გავრცელების მქონე მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება (ჰაბიტატებისა და სახეობათა in situ და ex situ ონსერვაცია);

2. ეკო-განათლების ხელშეწყობა

ალპურ სადგურში თავმოყრილი კოლექციის გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ტურისტული მიზნებისათვის;

3. სუბალპური ტყის ზოლის აღდგენა

გოდერძის ალპურ ბაღში განხორციელდება სარგავი მასალის (ნერგების) გამოყვანა, რომელიც უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიის და ზოგადად, მაღალმთიანი აჭარის ტყის ზოლის აღდგენას.

4. სოფლად ტურიზმის განვითარება

სოფლის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურისტული მომსახურების სერვისის განვითარებას.

განხორციელებული სამუშაოები:

1. ალპური ბაღის ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური კვლევა და ტოპოგრაფილი რუკა;
2. ბაღის არქიტექტურული პროექტი;

3. ტერიტორიის შემოღობვა
4. ბაღის სპეციალისტის მივლინება მიუნჰენში;

5. მერქნული რესურსის აღრიცხვა და უწყისის შეძენა;

6. საკადასტრო ერთეულიდან ალპური ბაღის ტერიტორიის გამიჯვნის ნახაზები;

7. გოდეძის ალპური ბაღის პროექტის საინფომაციო ბანერის დაბეჭდვა და მონტაჟი;

8. გოდერძის ალპური ბაღის ლანდშაფტური და ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადება;

9. ალპური ბაღების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა

10. გოდერძის ალპური ბაღის მრავალწლიანი განვითარების გეგმა:

11. გოდერძის ალპურ ბაღში არსებული ხემცენარეების პირველადი ეტიკეტირება

პროექტის მხარდამჭერები:

პროექტის განხორციელების მხარდაჭერებია: აჭარის მთავრობა, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ტურიზმის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, ხულუს მუნიციპალიტეტი, შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯია“, საერთაშორისო ორგანიზაცია „MercyCorps“-ის საქართველოს წარმომადგენლობა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (alcp)

ადგილობრივ და უცხოურ ესპერტთა შეფასებები გოდერძის ალპური ბაღის პროექტთან დაკავშირებით:

  • საუკეთესო მდებარეობა (საინტერესო რელიეფი, განსხვავებული ჰაბიტატები, უძველესი ფლორა);
  • მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქცია;
  • უნდა მოხდეს ტურისტებითვის მიმდებარე ტერიტორიების გაცნობის შეთავაზებაც. (რაც ადგლობრივებს მიცემს დამატებით შემოსავალს და შექმნის განვითარების ახალ პერსპექტივებს);
  • მნიშვნელოვანია, რომ გოდერძის ალპურ ბაღში მოხდება ადგილობრივი კულტურული ფლორის შენარჩუნება.