აპრილის თვიდან ბოტანიკური ბაღი განახლებული სტრუქტურით იმუშავებს

აპრილის თვიდან სიახლეა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში - ბაღის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, დავით ხარაზიშვილი, რომელიც აქამდე ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ვრცლად

ტყის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

2018 წლის 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

ვრცლად

კამელიების ტრადიციული გამოფენა

გვარ „კამელიის“ სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, 2018 წლის 11 მარტს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკის  პანორამულ გადასახედთან გაიმართა კამელიების გამოფენა-გაყიდვა

ვრცლად

ქალაქის მერი ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო

დღეს,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა ქ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, რომელიც, ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან დაათვალიერა რეაბილიტირებული ქვედა პარკი და მუდმივმოყვავილე სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს დღეებში დაიწყება და აპრილის ბოლოს დასრულდება.

ვრცლად

გაიმართა გირჩების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა

დღეს, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გირჩების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა, რომელიც წინაასახალწლო განწყობის, ბაღში არსებული გირჩის სახეობების პოპულარიზაციის და ზოგადად, ბაღის ცნობადობის ასამაღლებლად, წელს, უკვე მეოთხედ ჩატარდა.

ვრცლად

შეხვედრა ბაღის ყოფილ თანამშრომლებთან

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინტელექტუალური, ადამიანური, სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების და ცნობადობის ამაღლების საქმეში, უდიდესი წვლილი შეიტანეთ. 

ვრცლად

ბულბული ბოლქვაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორია

2017 წლის 23 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის  დეპარტამენტში შედგა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბულბული ბოლქვაძის სადისერტაციო ნაშრომის:

ვრცლად

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 105 წლისთავის აღსანიშნავად

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 105 წლისთავის საიუბილეოდ მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, 01 ნოემბერს, სასტუმრო „ოაზისში“ ჩატარდა ამ ღირსშესანიშნავი დღისადმი მიძღვნილი  ბოტანიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე - „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია“.

ვრცლად

ვაჟა მემიაძე -ცნობილი ქართველი მეცნიერი, კოლხეთის მცენარეული საფარის მკვლევარი

2017 წლის 16 ოქტომბერს, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, კოლხეთის მცენარეული საფარის მკვლევარის, ბილოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ვაჟა მემიაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ვრცლად

„საქართველოში გავრცელებული საშიში მავნებლების ინტეგრირებული მართვა“

2017 წლის 13 ოქტომბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა: „საქართველოში გავრცელებული საშიში მავნებლების ინტეგრირებული მართვა“. 

ვრცლად